ივნისში თბილისში ბინების გაყიდვა 21%-ით შემცირდა

ივნისში თბილისში ბინების გაყიდვა 21%-ით შემცირდაივნისში თბილისში უძრავი ქონების რეალიზაცია დაახლოებით 21%-ით შემცირდა.

G&T-ის კვლევის მიხედვით, თუ 2019 წლის ივნისში დედაქალაქში 2 776 ბინა გაიყიდა, წელს ამ მაჩენებელმა 2 194 ერთეული შეადგინა.

ამასთან, კვლევის მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტად გაყიდვები ჩუღურეთში შემცირდა – 76%-ით, ყველაზე ნაკლებად კი ვაკეში – 47%-ით.

რაც შეეხება უბნების მიხედვით უძრავი ქონების ღირებულებას, კვლევის მიხედვით, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასები 2020 წლის მე-2 კვარტალში ასე გამოიყურება: (ერთი კვადრატული)

მთაწმინდა – 1,346 აშშ დოლარამდე (+21%)
ვაკე – 896 აშშ დოლარამდე (-6%)
საბურთალო – 790 აშშ დოლარამდე (-5%)
ნაძალადევი – 585 აშშ დოლარამდე (+7%)
გლდანი – 561 აშშ დოლარამდე (+6%)
კრწანისი – 844 აშშ დოლარამდე (+12%)
ჩუღურეთი – 673 აშშ დოლარამდე (-28%)
დიდუბე – 671 აშშ დოლარი (+4%)
ისანი – 606 აშშ დოლარი (-6%)
დიდი დიღომი – 531 აშშ დოლარი (-2%)
სამგორი – 531 აშშ დოლარი (+/-0)

ბიპიენი