მანქანების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება

მანქანების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდებაავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

პრემიერის თქმით, გადავადებასთან ერთად, არც საურავების დარიცხვა მოხდება.

“კრიზისის ზემოქმედება გრძელვადიანი იქნება. რამოდენიმეჯერ მოგვმართეს უკვე ავტოიმპორტიორებმა. განბაჟებასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გადავავადეთ, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე არ მოხდება საურავების დარიცხვა. ეს დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს შეეხება და თუ არ ვცდები, ესაა 30 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი საგადასახადო გადავადების,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რუსთავი 2