პარიზის და მიუნხენის რეისებით ჩამოსული ტურისტები საქართველოში კარანტინის გარეშე შემოვიდნენ

პარიზის და მიუნხენის რეისებით ჩამოსული ტურისტები საქართველოში კარანტინის გარეშე შემოვიდნენტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის გაცხადებით, ტურისტები, რომლებიც მიუნხენისა და პარიზის რეისებს ჩამოყვნენ, საქართველოში კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ამ რეისებს საქართველოს მოქალაქეებიც ჩამოყვნენ, რომლებიც ქვეყანაში ასევე კარანტინის გარეშე შემოვიდნენ.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის საავიაციო და ტურიზმის ინდუსტრიაში ბრუნდებიან ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ავიაკომპანიები, რეგულარული რეისების ოპერირებით. გუშინ შესრულდა პარიზის რეისი. ბორტზე იმყოფებოდა 188 ადამიანი, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტები არიან. ბუნებრივია, მათ კარანტინის გარეშე დატოვეს აეროპორტი და ახლა უკვე მოგზაურობენ საქართველოში. იგივე პრინციპი გავრცელდა მიუნხენის რეისზეც. ამ რეისზეც ჩამოსული მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

იპნ