მაია ლომიძემ ფეისბუქში დაწერა:
“ორი წელი ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებიდან 🙁
პირადი ჩანაწერები <3 🙁
თქვენ ფიქრობთ, რომ მე კარგად მიცნობთ, მე ეს მახარებს… მე კი უბრალოდ ზუზუ ვარ, დიდი სიყვარულით…
გულახდილი ვარ!! ჰარმონიის ძიებაში ვარ… არ ვკეთილშობილობ, ძალიან ძნელია დღე დაუცველობის სინდრომი, სოციალური მდგომარეობა, ფრაზა – მე ჩემი პრობლემები მაქვს – მოდაშია, მე ამ მოდას ვერ ავყევი… ან კიდევ -“მას სჭირდები” – მერე რა, სწორედ ამით ვარ ბედნიერი, თუ ვინმეს ვჭირდები და გამომიყენებს. სხვა რამეში ნუ გამომიყენებ, ფეხს ნუ დამიდებ წინ…
იმდენად მორიდებული ვარ – უზრდელი ვჩანდი, იმდენად ბევრი კომპლექსი მქონდა, რომ უკომპლექსო ვეგონე ყველას… ბავშვობიდან მინდოდა სადღაც წასვლა, გასვლა, სახლიდან შორს….
კაცი უნდა იყოს მხარი, სადაც თავს დაადებ …..ჩემი ქალი უნდა მიცნობდეს იმდენად კარგად, რომ ბევრი რამ არ ეწყინოს, ის ჩემი მხარია, მეც მინდა, რომ თავი დავადო მას. მიმიღებს ისეთს, როგორიც ვარ და მე ბევრად კარგი ვიქნები…. იმდენად სუსტი ვარ, არაფერი დამრჩენია იმის გარდა, რომ ვიყო ძლიერი… თქვენ ფიქრობთ, რომ მე კარგად მიცნობთ, მე ეს მახარებს… მე კი უბრალოდ ზუზუ ვარ, დიდი სიყვარულით…”