“შეიძლება მამას შვილი შემოაკვდა და მერე ხეზე ჩამოკიდა” – თერჯოლაში ახალი ვერსია გაჩნდა

"შეიძლება მამას შვილი შემოაკვდა და მერე ხეზე ჩამოკიდა" - თერჯოლაში ახალი ვერსია გაჩნდათერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ახლობლები ახალ ვერსიაზე ალაპარაკდნენ.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა, კვალის დაფარვის მიზნით კი ხეზე ამის შემდეგ ჩამოკიდა.

მეზობლების თქმით, დაკავებული ძალადობდა, როგორც შვილებზე, ასევე ცოლზე.

სოფელში მერიის წარმომადგენლის, ფრიდონ კუტალაძის ინფორმაციით, მან ძალადობის შესახებ არ იცოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას აცნობებდა. მისი თქმით, მამაკაცს იცნობდა, მაგრამ არ იცოდა „ოჯახში როგორი იყო“. რწმუნებული პასუხისმგებლობას იმ ადამიანებს აკისრებს, რომლებმაც ინფორმაცია დამალეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. დაკავებულია გარდაცვლილის მამა, რომელსაც ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

იპნ