“თელასის” აქციები შესაძლოა რუსულმა “რაო ესმა” იყიდოს

"თელასის" აქციები შესაძლოა რუსულმა "რაო ესმა" იყიდოსსახელმწიფომ “თელასში” საკუთარი წილი, აუქციონზე გაიტანა. ხელისუფლება სტრატეგიული ობიექტის იმ 25%-საც ყიდის, რომელიც მას ეკუთვნის. არ არის გამორიცხული აქციები რუსულმა “რაო ესმა” იყიდოს, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს დედაქალაქის ენერგო უსაფრთხოებას ვეღარ გააკონტროლებს. თბილისის ენერგო მომარაგება მთლიანად რუსული კომპანიის დაქვემდებარებაში იქნება.

ამ სფეროში მომუშავე ექსპერტები არ გამორიცხავენ სხვა სცენარის განვითარებასაც. თელასის 25%-ის აუქციონზე გატანა დროში ემთხვევა პარლამენტის მეირ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომპანიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, როდესაც ინვესტორებს კონკრეტული შეზღუდვები დაუწესეს. არ არის გამორიცხული რომ კანონმდებლობის შეცვლა სწორედ თელასის წილის გასხვისების გამო მოხდა. რაც იმას ნიშნავს რომ ამ პროცესების უკან საკმაოდ გავლენიანი მაღალჩინოსნები დგანან.

ვინ არის მაღალჩინოსანი რომლის ინტერესების გამოც შესაძლოა კანონში ცვლილებები შეიტანეს, პლატფორმა 2020- ის წევრი ვასო ურუშაძე გვარებს არ ასახელებს, თუმცა არ გამორიცხავს რომ ამ პროცესების უკან იგივე პირების დაინტერესება დგას რაც “ყაზტრანსგაზის” შემთხვევაში იყო. მაშინ კი პირდაპირ ითქვა რომ ინტერესები პირადად თბილისის მერზე კახი კალაძეზე გადიოდა.

საკუთარ დაინტერესებას თელასის 25%იანი წილის შესყიდვაში გამორიცხავს თბილისის მერი. კახი კალაძე ამბობს რომ ამ თემაზე ინფორმაცია საერთოდ არ აქვს.

სწორედ მაღალჩინოსნების ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიციაც. რომან გოცირიძე სტრატეგიული ობიექტების გასხვისებას აკრიტიკებს და დარწმუნებულია რომ ამ გარიგების უკან ქვეყნისთვის საკმაოდ სახიფათო პროცესები დგას.

საჯარო აუქციონი 2020 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა და 9 სექტემბერს ჩატარდება. აუქციონის საწყისი ფასი 10 მილიონი დოლარიდან იწყება.

“მთავარი არხი”