კატალონიაში დამოუკიდებლობის მოთხოვნით დიდი აქცია გაიმართა

კატალონიაში დამოუკიდებლობის მოთხოვნით დიდი აქცია გაიმართა11 სექტემბერს კატალონიაში ესპანეთისგან გამოყოფისა და რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მასში მონაწილეობას ათასობით ადამიანი იღებდა. აქციის ორგანიზატორ „კატალონიის ეროვნული ასამბლეის“ განცხადებით, მთელი რეგიონის მასშტაბით მათ 60.000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.

აქციის მონაწილეები ერთმანეთს შორის დისტანციას იცავდნენ და სახის დამცავ ნიღბებს ატარებდნენ.

ბარსელონაში გარკვეულმა ჯგუფმა არასანქცირებული მსვლელობა გამართა. მათ ესპანეთის მეფის, ფელიპეს ოჯახის ნახატი დაწვეს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატალონიაში სეპარატიზმის მოთხოვნით ათობით მასშტაბური აქცია გაიმართა.

კატალონიაში დამოუკიდებლობის მოთხოვნით დიდი აქცია გაიმართა