ხათუნა ლაგაზიძემ, რომელმაც საზმაუს დირექტორის არჩევნებში 1 ხმა მიიღო, ფეისბუქში დაწერა:
“ჩემი მიზანი შესრულებულია: ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების წინ სრულად აიხია სახე და მორიგი ვადით გააგრძელა საზოგადოებრივი მაუწყებლის იღლიის ქვეშ ამოდება. სუნი, რა თქმა უნდა, არასასურველია ამით სამეურვეომ საბჭო უარი თქვა სიტყვის თავისუფლებაზე, საზოგადოების ინტერესების ასახვაზე, ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის განხორციელებაზე, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული რუსეთის საინფორმაციო ომის შეკავების სტრატეგიაზე. თქვენ იკითხეთ, თორემ მე ჩემი მიზანი 100%-ით შევასრულე!”

