მასობრივი ჩხუბი და სროლა რუსთავში – მე-4 სკოლაში 40 მოსწავლე დაეტაკა ერთმანეთს – ვიდეო

მასობრივი ჩხუბი და სროლა რუსთავში - მე-4 სკოლაში 40 მოსწავლე დაეტაკა ერთმანეთს - ვიდეომე-15 მიკრორაიონში ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” თვითმხილველებმა განუცხადეს, მე-4 სკოლის ტერიტორიაზე 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

მათი თქმით, სწორედ დაპირისპირების დროს გაიგეს იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის ხმა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების გაწევა საჭირო არავისთვის არ გამხდარა.

კრიმინალურმა პოლიციამ რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა.

ინფორუსთავი