რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” შსს-ში დაუდასტურეს.
წუხელ, „მუსტანგის” მარკის მსუბუქი ავტომობილი 16 წლის ელენე ბაშარულს შეეჯახა. გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა რუსთაველის ქუჩაზე ფეხით ძაღლთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც მას გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შემდეგ მძღოლი მიიმალა.
16 წლის გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
იპნ

