მსოფლიოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო 180 ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს

მსოფლიოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო 180 ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობსამ დროისთვის მსოფლიოს ქვეყნებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო დაახლოებით, 180 ვაქცინა მუშავდება, რომელთაგან 35 ადამიანებზე გადის ცდებს.

აღნიშნული მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თედრო ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე წარმოადგინა.

მისი განცხადებით, ასეთი სწრაფი კვლევები არც ერთ დაავადებასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს მოწმობს წარმოუდგენელ პროგრესზე მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. ის გამოდის მოწოდებით, რომ ვაქცინებზე, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი.

იპნ