ნანუკა ჟორჟოლიანი დევი ჭანკოტაძეს – “ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში შესვლა”

ნანუკა ჟორჟოლიანი დევი ჭანკოტაძეს - "ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში შესვლა"ნაციონალური მოძრაობის მიერ დევი ჭანკოტაძის ნაცვლად დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის მერე ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა:

“დევი ჭანკოტაძე / Devi Chankotadze

-ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში შესვლა გენერალო!

სიის ხუთეულში ღირსეულად წარმოადგენთ ქართული არმიის ყველაზე სწორ და უშიშარ სახეს.
იმედი მაქვს მოვახერხებ გამარჯვებას, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ ჩემი ბრძოლა ღირსეული იქნება და კონკურენტების დამცირებაზე, დაკნინებაზე და ლანძღვაზე არ გაივლის.
უკვე ვხვდები რომ საინტერესო ამბავში შევედი. მახარებს ფაქტი რომ წარდგენის მთავარი თემა ხონი, ვანი, სამტრედია, წყალტუბოა 😀❤️ ის ხალხი იმსახურებს ასეთ ყურადღებას.”