ნიკა გვარამია – “ასე თუ ვესიმპატიურებოდი ტვ იმედს, არ მეგონა…” – ვიდეო

ნიკა გვარამია - "ასე თუ ვესიმპატიურებოდი ტვ იმედს, არ მეგონა..." - ვიდეონიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“ასე თუ ვესიმპატიურებოდი ტვ იმედს, არ მეგონა.
ასე ზუსტად თუ ასახავდნენ იმ სინამდვილეს, რომ მარტო, ჭრაჭუნა სარკინიგზო ოთხთვალათი, მაგათ სწრაფმავალ, უპრინციპო უნიჭოებით გამოტენილ ოქროს გალიაზე სწრაფად, საინტერესოდ და სწორი მიმართულებით ვმოძრაობ – ასევე არ მეგონა.
და მათი “მატარებელი” რომ მუდმივად ხან ერთი ხან მეორე რუსი ოლიგარქის მოოქროვილი უნიტაზია, ამას თუ აღიარებდნენ – არც ეგ ვიცოდი.
გმადლობთ”

გვარამიამ ტვ იმედის ის რეკლამა დადო, რომელმაც ეს პოსტი დააწერინა.