“ყველა ქართველის ოჯახში შედიან და ეძებენ” – თამთა ჯღარკავას ქართველმა ქმარმა 17 ჭრილობა მიაყენა

"ყველა ქართველის ოჯახში შედიან და ეძებენ" - თამთა ჯღარკავას ქართველმა ქმარმა 17 ჭრილობა მიაყენაambebi.ge -მ სტამბოლში თამთა ჯანჯღავას სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია. გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ყვე­ბი­ან, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს ქმარ­მა და­ნით 17 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და მი­ი­მა­ლა. მა­თი­ვე თქმით, ქმა­რი ცოლ­ზე სის­ტე­მა­ტი­უ­რად ძა­ლა­დობ­და. გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­გო­ბა­რი ინგა ბუ­ლია, ambebi.ge -ს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა:

“ორი წე­ლია სტამ­ბოლ­ში მე­ზობ­ლად ვცხოვ­რობ­დით და ვმუ­შა­ობ­დით ერთ ფაბ­რი­კა­ში. დაც იყო ჩემ­თვის და ყვე­ლა­ფე­რი. მე­უღ­ლეს არ იყო გა­შო­რე­ბუ­ლი, აქ ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. რო­გორც თამ­თა მიყ­ვე­ბო­და, მე­უღ­ლე მას­ზე ძა­ლა­დობ­და სი­სე­მა­ტი­უ­რად. ერთი კვი­რის უკან ვერ და­ვუ­კავ­შირ­დი, მი­ვა­ტო­ვე სა­მუ­შაო და სახ­ლში მი­ვა­კი­თხე. ყელი სულ და­ლურ­ჯე­ბუ­ლი ჰქონ­და, სა­ხეც. მაგ­რად მცე­მა ქმარ­მა და რო­გორ გა­დავ­რჩი მიკ­ვირ­სო, მი­თხრა. ეჭ­ვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. უთ­ვალ­თვა­ლებ­და მუდ­მი­ვად ცოლს. ნარ­კო­ტი­კებ­საც მო­იხ­მარ­და. თამ­თა მიყ­ვე­ბო­და, არა­ფერს ვე­უბ­ნე­ბი და უმი­ზე­ზოდ იწყებს ჩხუბს და მცემ­სო. არა­და, სა­ეჭ­ვი­ა­ნოს არა­ფერს არ აკე­თებ­და. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. და­ნით მო­უკ­ლავს და 17 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ფეხ­ზე დგას აქა­უ­რი პო­ლი­ცია. ძა­ლას არ იშუ­რე­ბენ, რომ იპო­ვონ დამ­ნა­შა­ვე. მთე­ლი ღამე და­კი­თხვა­ზე ვი­ყა­ვი. და მჯე­რა, რომ მალე და­ი­ჭე­რენ. არ მო­ვის­ვე­ნებთ, ვიდ­რე არ ვი­პო­ვი­თო, პო­ლი­ცია ამ­ბობს. ყვე­ლა ქარ­თვე­ლის ოჯახ­ში შე­დი­ან და ეძე­ბენ”, – ყვე­ბა სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მე­გო­ბა­რი.

ინგა ბუ­ლის თქმით, თამ­თა ჯან­ჯღა­ვას ქმა­რიც ქარ­თვე­ლია. გარ­დაც­ვლილს სე­ნაკ­ში ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა, რო­მელ­საც ბე­ბია ზრდის. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­დის გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ გა­დაც­ვლილს სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ამ სა­კი­თხზე სა­კონ­სუ­ლო­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა.

ამბები