“თამთა ჯანჯღავა ნაცემია და ჭრილობები დანით აქვს მიყენებული” – მკვლელობის ახალი დეტალები

"თამთა ჯანჯღავა ნაცემია და ჭრილობები დანით აქვს მიყენებული" - მკვლელობის ახალი დეტალებისასტიკი მკვლელობა თურქეთში – რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ სტამბოლში საქართველოს მოქალაქის, თამთა ჯანღავას, გვამი აღმოაჩინა.

წინასწარი ინფორმაციით, 32 წლის ქალის ცხედარს ცემის კვალი აღენიშნება. სასიკვდილო ჭრილობები კი მას,  სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.

თურქეთში ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული ჩაიდინა მოკლულის მეუღლემ, რომელიც ამ დროისთვის იძებნება. ის, შემთხვევიდან მალევე მიიმალა.

რუსთავი 2