“სად გავიქცე, არ ვიცი” – თამთა ჯანჯღავას მკვლელობისთვის მის ქმარს, ირაკლი შურღაიას, ეძებენ

"სად გავიქცე, არ ვიცი" - თამთა ჯანჯღავას მკვლელობისთვის მის ქმარს, ირაკლი შურღაიას, ეძებენ„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა მიმოწერა და ფოტოები, რომლებიც ადასტურებს, რომ სტამბულში მოკლული 32 წლის ქართველი ქალი მეუღლის მხრიდან სისტემატიური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ფოტოებით და მეგობრების საერთო ჩათში მიმოწერით ირკვევა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე თამთა ჯანჯღავა ქმარმა სასტიკად სცემა და ახრჩობდა.

ქალი მეგობრებს წერს, რომ გაქცევა უნდა, თუმცა არ იცის სად გაიქცეს.

ამ მიმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი თამთა ჯანჯღავას ცხედარი სტამბულში იპოვეს. მას სხეულზე დანით არაერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მის ქმარზე, ირაკლი შურღაიას მიმართ ძებნა გამოცხადდა.

პრაიმტაიმი