საფრანგეთის პრემიერი კასტექსი თვითიზოლაციაში გადავიდა

საფრანგეთის პრემიერი კასტექსი თვითიზოლაციაში გადავიდასაფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი თვითიზოლაციაში გადადის მას შემდეგ, რაც მას კონტაქტი ჰქონდა ტურ დე ფრანსის დირექტორთან, კრისტიან პრიუდომთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, -ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრის დროს ორივეს პირბადე ეკეთა, თუმცა, ჟან კასტექსი კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხის მიღებამდე თვითიზოლაციაში ყოფნას გეგმავს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იგივე უნდა გააკეთონ, რის გაკეთებასაც მოქალაქეებისგან ითხოვენ.

იპნ