“თამარ ბაჩალიაშვილმა მოუკრეფავში შეტოპა და მოიშორეს, მათი დასკვნა ყალბია” – დავით ფურცხვანიძე

"თამარ ბაჩალიაშვილმა მოუკრეფავში შეტოპა და მოიშორეს, მათი დასკვნა ყალბია" - დავით ფურცხვანიძეთამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტი თავს არ მოიკლავდა, რადგან ის გახდა უნებლიე მოწმე დიდი ფინანსური აფიორის და ამიტომ, იძულებულები გახდნენ, მოეშორებინათ.

„ეს ფოტოები მე მოვიპოვე, ჩემი თხოვნით, ჩემმა მეგობრებმა, პარტნიორებმა, კონფიდენციალური წყაროს მეშვეობით ეს ფოტოები გადმომაწოდეს მე, მე მივეცი რამიშვილის იმიტომ, რომ ბაჩალიაშვილის საქმე არის კერძო ეპიზოდი იმ დიდი საქმის, რომელსაც ჩვენ ვიძიებთ. საერთაშორისო აფიორაა ძალიან სერიოზული, დიდ ფინანსურ აფიორას უკავშირდება, ფულის გათეთრების სქემებია, თავს იყრის მათ შეფთან… და საქართველოს, როგორც სხვა ქვეყნებს ძალიან კარგად იყენებენ. მოკლედ რომ გითხრათ, ამ გოგომ თავისდა სამწუხაროდ ცოტა მოუკრეფავში შეტოპა, აიღეს და მოიშორეს ყოველი შემთხვევისთვის. მარტივი და ცალსახაა, მათი დასკვნა არის ყალბი.”

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ რამიშვილმა საჯაროდ დაასახელა იმ პირის ვინაობა, რომელმაც მას სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გადასცა და ეს პირი გახლავთ დავით ფურცხვანიძე.

რეზონანსი