თენგიზ ცერცვაძე “ოცნებაზე” – “10 წელზე მეტია, ამ ჯგუფის მხარდამჭერი ვარ”

თენგიზ ცერცვაძე "ოცნებაზე" - "10 წელზე მეტია, ამ ჯგუფის მხარდამჭერი ვარ"„მე არ ვიცი, კორონავირუსს რატომ იყენებენ პოლიტიკურ და საარჩევნო კონტექსტში. მე 10 წელზე მეტია, რაც ამ ჯგუფის მხარდამჭერი ვარ, –  ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„იგივე ბატონი კალოიანი, რომელიც ჩემზე არანაკლებ პოპულარული ექიმია და არანაკლებ მაღალი პროფესიონალი, რომელიც ღიად წავიდა პოლიტიკაში და დეპუტატობის კანდიდატია მე მგონია. ან ძალიან ბევრი ცნობილი ექიმი, რომელიც ღიად დადის მათ კრებებზე და საარჩევნო კომპანიებში და ღიად უჭერს მხარს. მათ მიმართ რატომ არ არის კრიტიკა? მათ რამე დააშავეს? ჩვენ რატომ დავაშავეთ? ეს იყო ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

პრაიმტაიმი