თორნიკე ბერიშვილი – “მამაჩემს სისხლი ჩაექცა, ოპერაცია ახლა დამთავრდა, დილით გაირკვევა ყველაფერი…”

თორნიკე ბერიშვილი - "მამაჩემს სისხლი ჩაექცა, ოპერაცია ახლა დამთავრდა, დილით გაირკვევა ყველაფერი..."გურამ ბერიშვილს ოპერაცია გაუკეთეს. ამის შესახებ მისმა შვილმა, თორნიკე ბერიშვილმა, ფეისბუქში დაწერა:

“არ ვიცოდი დამეწერა თუ არა.
მომინდა გაზიარება. შეიძლება თითონ გამიჯავრდეს კიდეც.
მამაჩემს, ჩემთვის ყველაზე მაგარ კაცს დედამიწის ზურგზე, სისხლი ჩაექცა.
სულ ახლახან დამთავრდა ოპერაცია, დილას გაუკეთებენ მრტ-ს და გაირკვევა მდგომარეობა.
ერთხელ, დიდი ხნის წინ, ჯერ პატარა ვიყავი, დავიწუწუნე დავიღალე-თქო. ეხლაც მახსოვს, წყნარად შემომხედა და მითხრა – ეგეთი სიტყვა არ არსებობს, დაივიწყეო.
მას მერე აღარც წამომცდენია. რომ ვიღლები, მახსნდება, რომ ეგეთი რამ არ არსებობს.
უნდა გავუძლოთ, მამა.
(იქნებ ბევრი კეთილი ენერგია მიეხმაროს)”