საბურთალოს მაჟორიტარობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ბუკიას ბაღში წიგნის „ეს საბურთალოა“ პრეზენტაცია მოაწყო.
ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ამასწინ მთავარ არხზე პირდაპირ ეთერში დავპატიჟე საბურთალოზე ჩემი კონკურენტები ბადრი ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი და ასევე სხვა კანდიდატებიც ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე.
საბურთალოს ისტორიაზე ჩემი წიგნის წარდგენა მოგეხსენებათ გუშინ იყო ბუკიას ბაღში.
ირაკლი ოქრუაშვილი https://akhalitaoba.ge/2020/10/irakli-oqruashvili-megona-politikashi-tsivilizebul-urthierthobebze-gadasvlas-saburthalos-kandidatebi-maints-shevdzlebdith/მოვიდა და დაესწრო ღონისძიებას, სხვები არ მოვიდნენ. განა რამე, მე არც არაფერი დამაკლდა, წიგნებიც კაი ბლომად გავყიდეთ, საბურთალოს ისტორიაზეც ვილაპარაკეთ, მარა უბრალოდ გულდასაწყვეტია რომ დაბალ პოლიტიკურ კულტურას აჩვენებ. კონკურენცია და ოპონირება მტრობას და ზიზღს არ ნიშნავს.
დავით სერგეენკო და ბადრი ჯაფარიძე რომ მოსულიყვნენ საბურთალოზე უკეთეს პოლიტიკურ კულტურას ვაჩვენებდით ყველას, მთელ საქართველოში. მაგრამ არ მოვიდნენ. ვინც მოვიდა – ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ გულითადი მადლობა. უკეთეს საბურთალოს ვიმსახურებთ !!!

