“არა, მთლად ისეც არაა, რომ არ უდგებოდეს…” – სასტუმრო ბილტმორის ლიფტი, ღამის პირველი საათი

"არა, მთლად ისეც არაა, რომ არ უდგებოდეს..." - სასტუმრო ბილტმორის ლიფტი, ღამის პირველი საათიაქებ აიშროყმა ფეისბუქში დაწერა:

“ღამის პირველი ხდება. სასტუმრო ბილტმორის ლიფტში გამეძრო შუახნის არაბი ცოლ-ქმარი.
– ძაან გაბურღე უკვე ტვინი… – ეუბნება ქმარი.
– რო არ გიდგება, ეგეც ჩემი ბრალია ? – ეკითხება ცოლი ირონიულად.
– მარტო არ ვართ, რა დღეში ხარ… – პასუხობს ქმარი.
– ძაან არ გაიგოს ახლა ამანაც… – მიუგო ცოლმა და დაამატა:
– მიაჭირე მესამეს… მაგას მაინც მიაჭირე. – ქმარი ღილაკს აწვება. ეს რომელზე მიდის ნეტა ?
– მეც მესამეზე – უნებლიეთ არაბულად ვპასუხობ. რამდენიმე წამს უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ცოლი ჩემკენ სანახევროდ ტრიალდება და ამბობს:
– არა, მთლად ისეც არაა, რომ არ უდგებოდეს…”