აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქე ვაჰან ჩახალიანსა და საფრანგეთის მოქალაქე არტურ ოგანესიანზე საქმე აღძრეს

აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქე ვაჰან ჩახალიანსა და საფრანგეთის მოქალაქე არტურ ოგანესიანზე საქმე აღძრესაზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სომხეთის ოკუპანტებისთვის ხელის შეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა სომხეთის საოკუპაციო არსის გამოსავლენად აუცილებელ ზომებს მიმართავს, ასევე სომხეთის სამხედრო მოსამსახურეების პროვოკაციული ფორმირებების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ჩვენი არმიისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის.

გამოძიება ადგილობრივ და უცხოურ მედიაში გავრცელებული მრავალი წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საფრანგეთის მოქალაქის არტურ ოგანესიანისა და საქართველოს მოქალაქის ვაჰან ჩახალიანის მიერ ჩადენილი დანაშაულებებს ეხება.

გამოძიებით გაირკვა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არტურ ოგანესიანსა და ვაჰან ჩახალიანს სომხეთსა და აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ პირებთან კრიმინალური კავშირი ჰქონდათ. მათ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონი და მიგრაციის კოდექსის მოთხოვნები დაარღვიეს, უკანონოდ გადაკვეთეს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე და სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით.

ასევე, გამოძიების დროს საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ ეს პირები აზერბაიჯანის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტულ ღონისძიებებში მონაწილეობენ, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის გამოყენებით.

საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსთავი 2