ბაია პატარაია – „გილოცავთ ბიძინას 2030-მდე დარჩენას, ოპოზიციამ გვიყუროს თევზის თვალებით“

ბაია პატარაია - „გილოცავთ ბიძინას 2030-მდე დარჩენას, ოპოზიციამ გვიყუროს თევზის თვალებით“უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში კორონავირუსის შემთხვევების მატებას ეხმაურება და წერს:

„კოვიდი მიჯლიგინებს… ვინ დადგება არჩევნების რიგებში, სადაც მხოლოდ 2 კაცს უშვებენ უბანზე? ვინ და ქოცი, ანუ ის ადამიანი, ვისაც სამსახურიდან აიძულებენ არჩევნებში მონაწილეობას.

დანარჩენი ხალხი არ მივა არჩევნებზე. არათუ მოიგებს ოცნება, არამედ ისევ ერთპარტიული პარლამენტი გვექნება. ხოლო პროტესტს ჩაახშობენ კარანტინით და კომენდანტით.

გილოცავთ ბიძინას 2030-მდე დარჩენას, ოპოზიციამ გვიყუროს მოხარშული თევზის თვალებით ახლა…“- წერს პატარაია.