„ძნელია, შვილს რომ მხოლოდ ფეხზე კოცნი“ – ნანკა კალატოზიშვილი შვილის კოვიდზე პასუხს ელოდება

„ძნელია, შვილს რომ მხოლოდ ფეხზე კოცნი“ - ნანკა კალატოზიშვილი შვილის კოვიდზე პასუხს ელოდებანანკა კალატოზიშვილის შვიდი წლის დანი თვითიზოლაციაშია და ორშაბათს ელოდება, რომ ლუგარის ლაბორატორიაში სისხლის ანალიზი აიღოს.

როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, მის შვილს ერთ დღეს პისიარ ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდა, მეორე დღეს კლინიკაში გადამოწმებისას – უარყოფითი.

“რომელს ვენდო, არ ვიცი უკვე. მაგრამ ახლა ისე მიხარია, გამცნეთ ყველას, ვინც ინერვიულეთ. ლუგარში დაგვიბარეს სისხლის ანალიზზე, ის აჩვენებს საერთოდ ჰქონდა თუ არა როდესმე რამე.

არ ვიცი. მე კი გამოვალ სახლიდან თეთრი თმით, ზუსტად ვიცი” – წერს მსახიობი “ფეისბუქზე”.

როგორც ნანკა “პრაიმტაიმთან” ამბობს, თავდაპირველად სახლში ლაბორატორია დანის ტემპერატურის და ღებინების გამო გამოიძახა. სწრაფი ტესტი არ გაუკეთა, ცდომილება რომ თავიდან აერიდებინა.

ნანკა კალატოზიშვილი:

– ბევრი უცნაური ისტორია ვიცი, ხალხს ანალიზი არც ჩაუბარებია და მესიჯები მიიღეს, რომ კოვიდი აქვთ. ამიტომაც დადებითი პასუხის მიღების მეორე დღეს გადავამოწმე “მეგა ლაბში”. პასუხი უარყოფითია.

ორშაბათამდე სახლიდან გასვლა გვეკრძალება, ლუგარიში ანალიზის აღებამდე. არც სიცხე, არც სურდო, არცერთს არანაირი სიმპტომი არ გვაქვს.

სანამ მეორე დღეს გადავამოწმებდი, დანის პირველი რეაქცია იყო – ვერ მაკოცებთ, ვერ მომეფერებითო, ამაზე ნერვიულობდა. ბებიას ოთახში შესვლა აეკრძალა. უარყოფითი პასუხი რომ მოვიდა, პირველი რაც გავაკეთეთ, მე და დანი შევახტით ერთმანეთს და ჩავეხუტეთ. რა ძნელია, შვილს რომ მხოლოდ ფეხზე კოცნი და ვერ ეხუტები, ვერ გორაობთ…