“ძველი ცოტნე გვიბრუნდება თანდათან…” – ანა ჯაბაურის პოსტი

"ძველი ცოტნე გვიბრუნდება თანდათან..." - ანა ჯაბაურის პოსტიანა ჯაბაურმა ფეისბუქში დაწერა:

“მაშ ასე, ჩვენო ძვირფასო გულშემატკივრებო – როგორც ხედავთ, ძველი ცოტნე გვიბრუნდება თანდათან…
თუმცა, სამი უმნიშვნელოვანესი პროცედურა, რომელთა ჩატარებაც იყო თურქეთიდან გერმანიაში ცოტნეს გამომგზავრების მთავარი მიზანი, ჯერ არც კი ჩატარებია, და, მხოლოდ უახლოეს მომავალში იგეგმება…
ურთულესი 10 თვე გამოვიარეთ. იყო იმედიც, სასოწარკვეთაც, სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებებიც, რომელიც 21 თებერვალს კათეტერის დაბინძურების შედეგად განვითარებული უმძიმესი სეფსისით დასრულდა. საბედნიეროდ, თურქმა ექიმებმა ამ შემთხვევაშიც შეძლეს ცოტნეს გადარჩენისთვის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რის შემდეგაც ცოტნეს სიცოცხლისთვის სახიფათო, მოსალოდნელ თუ მოულოდნელ გართულებათა ჯაჭვი სასწაულებრივად გაწყდა და… დაიწყო ცოტნეს მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ უწყვეტი და მყარი ნაბიჯებით ნელი სვლა…
დღეს ცოტნეს აბსოლუტურად ნათელი გონება აქვს. აღდგენილი აქვს ყველა სასიცოცხლო ფუნქცია, ხოლო მოტორულ და კოგნიტურ უნარებს ნელნელა, მაგრამ ყოველდღიურად აუმჯობესებს.
Ihr Kampf gleicht einer Heldentat, und Ihre Bestrebung zum Sieg ist ein Wunder – ასე გვითხრა მე და ცოტნეს ერთმა გერმანელმა ექიმმა და, ჩვენც სწორედ ამგვარი ბრძოლის გადაწყვეტილება მივიღეთ სასწაულებრივ გამარჯვებამდე.”
ანა ჯაბაური მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ცოტნე გამსახურდიას განკუნებაში თავისი წვლილი შეიტანა.