“ეტლით გაემგზავრა საქართველოში და დღეს ცოცხალი აღარაა” – ნინო გოკიელი გარდაიცვალა

"ეტლით გაემგზავრა საქართველოში და დღეს ცოცხალი აღარაა" - ნინო გოკიელი გარდაიცვალაგარდაიცვალა ნინო გოკიელი, იტალიაში მცხოვრები ქუთაისელი ემიგრანტი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა.

ამის შესახებ მადონა კისკეიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ათენის ემიგრანტები დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს და საერთოდ მთელს ემიგრაციას უმშვენიერესი ქუთაისელი ქალბატონის, იტალიელი ემიგრანტის გარდაცვალების გამო.. ქალბატონი ნინო გოკიელი, რომელიც სულ რაღაც ორიოდე თვის წინ ეტლით გაემგზავრა საქართველოში და დღეს კი უკვე ცოცხალი აღარააა..ნათელი და სანთელი არ მოაკლოს უფალმა თქვენს სულს ქ. ნინო..მსუბუქი იყოს თქვენთვის ქუთაისის მიწა..უზომოდ განვიცდი თითოეული ემიგრანტის დაკარგვას
ნამიან დღეს ხომ სტირიან ვარდებიც
გაიყოლე ტკივილიც და დარდებიც.”