გია ხუხაშვილი – “ნოდარ მელაძის წყარო მე არ ვარ”

გია ხუხაშვილი - "ნოდარ მელაძის წყარო მე არ ვარ"გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“რადგან ამ თემაზე კითხვები გაჩნდა, მოკლე განმარტებას გავაკეთებ:
2013 წელს შედგა შეხვედრა ვანო ჩხარტიშვილის და ინა პატარკაციშვილის ადვოკატებს შორის, რომელსაც ჩხარტიშვილის თხოცნით მეც ვესწრებოდი. შეხვედრის მიზანი იყო მხარეების შერიგება-მორიგება გარკვეულ საკითხებზე. სამწუხაროდ, მიუხედავად მცდელობისა, მორიგება ვერ შედგა.
მე ზუსტად არ მახსოვს ამ შეხვედრას ესწრებოდა, თუ არა რუხაძე. თუმცა, რომც ყოფილიყო, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან იმ პერიოდში ის ბადრის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენდა.
ეს არის შეხვედრის პროტოკოლური ჩანაწერი, რომელიც მნიშვნელოვანია მხოლოდ მხარეებისთვის და საჯარო ინტერესს არ იმსახურებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნოდარ მელაძის წყარო მე არა ვარ და არ ვიცი საიდან მიიღო მან ეს ჩანაწერი. გაუგებარია, ან რა ინტერესი შეიძლებოდა მე ამის მქონოდა.”