გიორგი გოგეშვილი – „რატომ ვიხდი გადასახადს, რომ თარხან მოურავმა ბილბორდი იქირაოს საარჩევნოდ?“

გიორგი გოგეშვილი - „რატომ ვიხდი გადასახადს, რომ თარხან მოურავმა ბილბორდი იქირაოს საარჩევნოდ?“ბიზნესმენი გიორგი გოგეშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„კითხვა, რომელიც არ მაძლევს მოსვენებას.
რატომ ვიხდი ფულს იმაში, რომ თარხან მოურავმა* ბილბორდი იქირაოს საარჩევნოდ?
ანუ, შპაკატში ჯდები იმდენს მუშაობ, მერე თითქმის 40%-მდე გადასახადებში იხდი და რატო?
იმიტომ რომ საარჩევნოდ თარხან მოურავმა და მისთანებმა ბილბორდზე გამოსჭიმონ ფოტოები და გითხრა, ხმა მომეცითო, ანუ ტიპები ჯერ არ მოსულან და უკვე ფულს გართმევენ, თან შენსას, თავიანთი ფულით კი არ ცდილობენ?
რა წურბელობა და პარაზიტობაა აკვირდებით?
მილიონმა კაცმა მილიონჯერ გადაიხადა გადასახადი, და ეს ფული დაერიცხა მერე თარხან მოურავს ანგარიშზე, რომ წავიდეს და ალმას თუ აუთდროს შესთხლიშოს ჩვენი ფული.
ხო არ ღადაობთ?
რამე გზა არსებობს რომ არ გადავიხადო გადასახადები? პროსტა მენანება ძმაო, ნაშრომია, მათსავეთ ბიუჯეტის არტერიაზე მიმჯდარი ტკიპასავეთ კი არ მოგვდის.
არ გადაიხდი და რატო არ იხდიო? გადაიხდი და ირმა ინაშვილი, თარხანი და სხვა ყველა, (სახე(ლ)ები არ ვიცი ოღონდ სხვა პარტიის ტიპების) ხარჯავს იდიოტობაში, სარეკლამოს ამდიდრებს პროსტა.
ამაზე ამორალური, მამაძაღლური და ამაზრზენი რა უნდა იყოს?
* თარხან მოურავი პირობითი სახელია და ზოგადად ყველა პარტიას ეხება“.