ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“ეს პოსტი 2018 წელს დავწერე, ახლაც იგივეს გავიმეორებ და დავამატებ: ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს!”
შემდეგ ღარიბაშვილს მოაქვს 26.11.2018-ში დაწერილი პოსტი, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს.
„ჩვენდა სამწუხაროდ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოხდა ის, რასაც ალბათ 2012 წელს ან თუნდაც 2016 წელს ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრის დრო ახლა არ არის.
ყველა ის ბინძური რიტორიკა და დეზინფორმაციული პროპაგანდა რაც მათგან მომდინარეობს, ყველაზე უკეთ სწორედ მათ მიესადაგებათ… ჩვენ კარგად გვახსოვს მიწაზე გართხმული მთავარსარდალი და მის მიერ ჩვენი გმირი სამხედროებისა და გმირი პოლიციელების მიტოვება შუა ომში, გვახსოვს ხალხის წინაშე ჩადენილი მისი ყველა დანაშაული.
ასეთი მძიმე მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკოსებად წოდებულ კრიმინალებს აღარ უნდა ჰქონდეთ უფლება და ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია. ამიტომ, დღეს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფერი პირადი გვერდით გადავდოთ და საბოლოოდ უარი ვუთხრათ მოღალატე სააკაშვილს და მის ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას.“

