ირაკლი ოქრუაშვილი – „გამოსაკვლევი პარტიების სიაში თუ არ შეგიყვანენ, არც 0,1% გვექნება, არც – 1 და არც – 21“

ირაკლი ოქრუაშვილი - „გამოსაკვლევი პარტიების სიაში თუ არ შეგიყვანენ,  არც 0,1% გვექნება, არც - 1 და არც - 21“„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში მთავარ არხს მიმართავს, რატომ არ შეიყვანეს მისი პარტია  გამოსაკვლევი პარტიების სიაში.

„მთავარი არხი • Mtavari Arkhi ისეთ კვლევებს აქვეყნებთ იფსოსს კი არა მგონი ნასოსს აკეთებინებთ.

გამოსაკვლევი პარტიების სიაში რომ არ შეგიყვანენ საერთოდ, რა თქმა უნდა არც 0,1% გვექნება, არც 1 და არც 21.

ისე მკვდარსაც კი იმაზე მეტი რეიტინგი ყოველთვის მექნება, ყველა გადაცემაში 2,8-ზე დაბერილი “ზაპასი პაკრიშკასავით” რომ უდევთ გუბაზა.“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.