ირაკლი ოქრუაშვილი – „ორი თვის დანიშნული ვიყავი გენერალურ პროკურორად, პატიმარმა მოსამართლე მძევლად აიყვანა…“

ირაკლი ოქრუაშვილი - „ორი თვის დანიშნული ვიყავი გენერალურ პროკურორად, პატიმარმა მოსამართლე მძევლად აიყვანა...“საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ყოფილი გენერალლური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„2004 წელს ორი თვის დანიშნული ვიყავი გენერალურ პროკურორად ანუ ხელისუფლებაში თვეების მოსული ვიყავით, როდესაც პატიმარმა უზენაეს სასამართლოში ხელყუმბარა შეიტანა და მოსამართლე აიყვანა მძევლად.
რუსთავიდან მოვდიოდი და პირდაპირ უზენაესში მივადექი იმ პატიმარს. ან მაგ ხელყუმბარას მომცემ და დაბალ სასჯელს მოგცემთ ან თავს დაიღუპავმეთქი, ვუთხარი.
ხელყუმბარა მომცა, მაგრამ ეგ არაა მთავარი.
ის, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისას გავიარეთ, ესენი მეცხრე წელს გადიან…“