ირაკლი ოქრუაშვილი – „პოლიტიკა ეშმაკის ბორბალივითაა… მინდა ბატონ ივანიშვილს ვურჩიო, რომ მისი დაღმასვლა გარდაუვალია, მაგრამ ტრაგედია არაა“

ირაკლი ოქრუაშვილი - „პოლიტიკა ეშმაკის ბორბალივითაა... მინდა ბატონ ივანიშვილს ვურჩიო, რომ მისი დაღმასვლა გარდაუვალია, მაგრამ ტრაგედია არაა“„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„პოლიტიკა ეშმაკის ბორბალივითაა. თუ მასზე ახვედი იმას უნდა შეეგუო, რომ სულ მაღლა და მწვერვალზე ვერასდროს იქნები, რადგან ეს ბორბალი მოძრავია, ხან დაბლა იქნები ხან მაღლა.

ადამიანების არცთუ მცირე რაოდენობა ცდილობს ამ ბორბალზე მოხვედრას, მაგრამ ეს ყველას არ გამოსდის. ასევე არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ბორბალის მოძრაობას ეწინააღმდეგებიან დაბლა სვლისას და საერთოდ ვარდებიან ამ ბორბლიდან.

მე უკვე მეორე ათეული წელია ამ ბორბალზე ვარ და არათუ დაბლა ავღმოვჩნდი მწვერვალის შემდეგ, არამედ დავენარცხე კიდეც, მაგრამ ეს ტრაგედიად არასდროს აღმიქვამს, რადგან ბორბალზეც დავრჩი და მოძრაობაც გავაგრძელე.

რა ფილოსოფია აუტყდაო იტყვით ალბათ. არა, უბრალოდ მინდა ბატონ ივანიშვილს ვურჩიო, რომ მისი დაღმასვლა გარდაუვალია, მაგრამ ტრაგედია არაა.

ქვეყანა წინ უნდა წავიდეს და მოძრაობა გაგრძელდეს. ის კი ამას ვერ შეაჩერებს“.