ირაკლი ოქრუაშვილი – „ტვ „ნადეჟდა“რომ სიუჟეტებს მიძღვნის, ე.ი. სწორ გზაზე ვდგავარ“

ირაკლი ოქრუაშვილი - „ტვ „ნადეჟდა“რომ სიუჟეტებს მიძღვნის, ე.ი. სწორ გზაზე ვდგავარ“„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ტვ „იმედის“ გადაცემაზე, რომელიც ოპოზიციონერი კანდიდატების მიმართ ანტიპიარს ეძღვნება, წერს:

„სულ მიკვირდა, სად დაიკარგნენ, დავავიწყდი, აღარ მახსენებს დეიდა ნადია (იგივე ტვ ნადეჟდა, იგივე გრიგორიჩი, იგივე ბიძინა თან ივანიშვილი).
ესენი რომ სიუჟეტებს მიძღვნიან ესე იგი ყველაფერი კარგადაა და სწორ გზაზე ვდგავარ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.