ხათუნა ხოფერია – “ივანიშვილს მინდა ვკითხო: სად პოულობთ ამ დოქსოპულოებს?”

ხათუნა ხოფერია - "ივანიშვილს მინდა ვკითხო: სად პოულობთ ამ დოქსოპულოებს?"ელდარ გოგოლაძის ინტერვიუს ნიკა გვარამიასთან ხათუნა ხოფერია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ახლა, ეს კაცი უნდა იჯდეს და მემუარებზე მუშაობდეს. უნდა იწერდეს ამ ტყუილ-მართალს და ფიქრობდეს წიგნზე, რომელშიც, პირველ რიგში,თავად გამოჩნდება ადამიანად და პიროვნებად…
მაგრამ არა…
ასე ურჩევნია სიცოცხლის დასრულება… არაკაცის, ჩამშვების, მატყუარას, ბოზის სახელით!
მისი ნებაა.. მისი ღირსების საქმეა და ისემც უქნია, სარიც უთრია…
მე ივანიშვილს მინდა ვკითხო:
სად პოულობთ ამ დოქსოპულოებს?
გიფიქრიათ იმაზე თუ ვინ იქნება შემდეგი?
ან იმაზე, რატომ გიბედავენ ამდენი ტყუილის და ტალახის სროლას?……………….”