კომპანია “ზეგი”, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, დაიხურა – რას ამბობს იურისტი ქეთი მირიანაშვილი

კომპანია "ზეგი", რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, დაიხურა - რას ამბობს იურისტი ქეთი მირიანაშვილიკომპანია “ზეგ“-მა, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა ფუნქციონირება შეწყვიტა. მიზეზი, კომპანიის საბანკო ანგარიშების დახურვა გახდა. „ზეგ“-ის წარმომადგენლების თქმით, ეს გადაწყვეტილება მათმა მომსახურე ბანკმა ცალმხრივად მიიღო და ახლა ხელფასებისა და გადასახადების დაფარვის საშუალებაც კი არ ეძლევათ.

შეგახსენებთ, „ზეგ“ ის კომპანიაა, სადაც საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. ბაჩალიაშვილის სიკვდილის შემდეგ, გამოძიებამ კომპანიის ტექნიკაც დალუქა.

კომპანიის წარმომადგენლები ორგანიზაციის დახურვას სწორედ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს უკავშირებენ.

„ზეგ“-ის იურისტი ქეთი მირიანაშვილი მთავარ არხთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიებას არ მიუმართავს ბანკისთვის ანგარიშების დახურვის თაობაზე და არც ბანკისგან მიუღიათ ოფიციალური განმარტება. კომპანიამ მიმართა, როგორც სახალხო დამცველს, ისე ბიზნესს ომბუდსმენს. სახალხო დამცველისგან მიიღეს პასუხი, რომ დაინტერესდებოდნენ, თუმცა ბიზნეს ომბუდსმენი მათ არ გამოხმაურებია.

იურისტის თქმით, კომპანიაში 50-მდე თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც უხელფასოდ დარჩნენ.

მთავარი