მეგი გოცირიძე – „ბ-ნო ბიძინა, სამ კვირაში მიდიხართ, თქვენი საქმე იქეთ მიდის, სადაც ცოცხი არ ეტევა“

მეგი გოცირიძე - „ბ-ნო ბიძინა, სამ კვირაში მიდიხართ, თქვენი საქმე იქეთ მიდის, სადაც ცოცხი არ ეტევა“ მეგი გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მიშას დაჭერას, ლარი და “კორონა” დაგეჭირათ ბ-ნო ბიძინა, მაგრამ ვერცერთი რომ ვერ დაიჭირეთ, იმიტომ მიდის თქვენი საქმე იქეთ, სადაც ცოცხი არ ეტევა…..

ლოცვები გააძლიერეთ, სამ კვირაში მიდიხართ, კარგ ადგილას მიდიხართ ბ-ნო ბიძინა, აი იქ, სანატორიუმად ვაქციეო, რომ გვაუწყეთ. თბილი წინდები ჩაილაგეთ, ქვეყნის მსახურებაში იმდენად დაღლილი ბრძანდებით, ერი სათანადო პატივს მოგაგებთ და დიდი ხნით გაგიშვებთ სანატორიუმში დასასვენებლად”