ნატო გოგელია – “ირაკლი კობახიძე, არ შეგარჩენ!”

ნატო გოგელია - "ირაკლი კობახიძე, არ შეგარჩენ!"ჟურნალისტი ნატო გოგელია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ბევრი მირეკავთ და ბევრს ვერ გპასუხობთ. ამიტომ, აქვე დავწერ პატარა განმარტებას _ ე.წ. პოლიტიკოსმა ირაკლი კობახიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე საჯაროდ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მისმენს!
ის, რაც ზუსტად ვიცოდით, ის, რაზეც ვსაუბრობდით, დღეს პირდაპირ აღიარა პოლიტიკოსად წოდებულმა კაცმა!!!
ამ აღიარების პარალელურად თქვა მტკნარი სიცრუე, რომ ჩემი და ბესო ქათამაძის საუბარი ვინმემ უამბო!
ქათამაძეს ტელეფონზე ვესაუბრე გუშინ დილით და ვკითხე რა ხდებოდა რეგიონში, სად იყო დაძაბულობა, რაზეც მითხრა რომ ნასაკირალში და ჭანიეთში რთული მდგომარეობაა, რომ ნასაკირალში, გუშინ წინ მათი შეხვედრია ჩაშლა სცადა “ქართულმა ოცნებამ” და რომ არჩევნებზე ამ ორ უბანზე ელოდებიან პროვოკაციებს.
ამის შემდეგ, ბესო ქათამაძეს შევხდი მათი პარტიის ოფისთან, დაახლოებით 20 ადამიანის თანდასწრებით (სხვა რესპოდნეტს ველოდებოდი), სადაც დაახლოებოთ 2 წუთი ვისაუბრეთ, გუშინ, ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე _ კარტოფილის და ზეთის დარიგებაზე!
აი, სულ ეს იყო ამბავი!!!
დანარჩენი კი აწი იქნება ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze !!!
ახლა, როცა ჩემი პატარა შვილები მირეკავენ და მეკითხებიან რა დავაშავე, როცა დედაჩემი შენი ბინძური და ტყუილებით გაჯერებული განცხადების გამო ცუდადაა, როცა ჩემი ახლობლები ნერვიულობენ, პირდაპირ გეუბნები _ არ შეგარჩენ, სამართლებრივად ვიომებ და ამით და კიდევ რაც არ უნდა მოიგონოთ, რაც არ უნდა შეთხზათ ვერც იმით, ვერ შემაშინებთ!!!
დღესაც, ისევე როგორც გუშინ და გუშინ წინ ვიტყვი და ყველას ვაჩვენებ იმას, რაც რეგიონში ხდება!!!
იმ 9 წელში, როცა თქვენ პირადად, პოლიტიკოსად წოდებულო ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ბუჩქებში იყავით, ნაციონალებმა ვერ გამაჩუმეს _ ვერაფრის ფასად! ვამბობდი იმას, რაც იყო!
ახლა, როცა იმდროინდელი დამნაშავეებით გაავსეთ გუნდი, ვერ შემაშინებთ!!!
ეს გამორიცხულია!!!
მე არაფერი დამიშავებია და ჩემს შვილებთან, ჩემს დედასთან თავაწეული მივალ!
აი, თქვენ კი დააშავეთ და ამისთვის პასუხს აგებთ!!!”