ნაციონალების ხალხმრავალი აქცია ბათუმის ბულვარში – ოპოზიციამ დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ნაციონალების ხალხმრავალი აქცია ბათუმის ბულვარში - ოპოზიციამ დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა16 ოქტომბერს, ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა. ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც ბათუმის ბულვარში შედგა, აქციას მოქალაქეები ძირითადად პირბადეების გარეშე ესწრებოდნენ.

აქციაზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა: ლევან ვარშალომიძე – საქართველოს პარლამენტში, გიორგი კირთაძე – აჭარის უმაღლეს საბჭოში, გია აბულაძე – ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში და ამავე მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში – მიშა ბოლქვაძე, ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში – ბონდო თედორაძე და აჭარის უმაღლეს საბჭოში სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატი –  ელგუჯა ბაგრატიონი.

აქციაზე დღეს არ იმყოფებოდა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში, ლევან ვარშალომიძე, მამის, გურამ ვარშალომიძის გარდაცვალების გამო.

ლევან ვარშალომიძის მამა 16 ოქტომბერს კორონავირუსით გარდაიცვალა.

ბათუმელები