ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:
“ძვირფასო წყალტუბოელებო,
ძვირფასო სამტრედიელებო,
ძვირფასო ვანელებო,
ძვირფასო ხონელებო,
ეს ის გოგოა, ვინც ყველაფერს თავისით მიაღწია ცხოვრებაში. და მიაღწია ბევრს.
ეს ის გოგოა, ვინც ბევრი სიმძიმე გამოიარა, ყველა დაძლია და მაინც წარმატებულ, მხიარულ და ბედნიერების მომტან ადამიანად დარჩა.
ეს ის გოგოა, ვინც იცის როგორ იომოს, როგორ არ დათმოს, და როგორ გაიმარჯვოს.
ეს ის გოგოა, ვისაც არ ეშინია და საკუთარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ომის პირველ ხაზზე იდგა და ტყვიების წვიმაში მიყავდა პირდაპირი ჩართვები.
ეს ის გოგოა, ვინც იცის დაპირების ფასი და სიტყვას ყოველთვის ასრულებს.
ეს ის გოგოა, რომელიც უსამართლობას არავის დაუთმობს და სუსტის დაჩაგვრას არავის შეარჩენს, უახლოეს მეგობარს და ოჯახის წევრსაც კი.
ეს ის გოგოა, ვინც ‘მთავარი არხის’ შექმნაში და წარმატებაში გადამწყვეტი მონაწილეობა მიიღო. მებრძოლი, პრინციპული, ნიჭიერი და სწორი ფასეულობების პატრიოტი ქალი.
ეს ის გოგოა, ვინც გააჩინა და გაზარდა შესანიშნავი შვილები და თავადაც შესანიშნავი შვილი და დაა.
ეს ის გოგოა, ვინც ყოველთვის და ყველასთვის უბრალოდ ნანუკად რჩება, და ასე იქნება პოლიტიკაშიც – ის ყოველთვის უანგაროდ იქნება თქვენს გვერდით და არასდროს არ შემოგხედავთ ზემოდან.
ეს ჩემი მეგობარია. ეს ჩემი ნანუკაა. ეს თქვენი მეგობარია. ეს თქვენი ნანუკაა. მან პირველივე ტურში უნდა დაამარცხოს სიღარიბე, უსამართლობა და ბოროტება თქვენს ქალაქებში.”

