ნიკა გვარამია – „წაღებულია 4 მილიონი დოლარი, 2 მძევალი კი “ფეიკი” იყო“ 

ნიკა გვარამია - „წაღებულია 4 მილიონი დოლარი, 2 მძევალი კი "ფეიკი" იყო“ ზუგდიდში მდებარე “საქართველოს ბანკი” სამმა მძარცველმა დააყაჩაღა, წაღებულია 4 მილიონი დოლარი. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა,
მისივე თქმით, მძარცველებიდან ორი – “ფეიკ” მძევალი იყო, რომლებიც სინამდვლეში მძევლების აყვანაში მონაწილეობდნენ და იმყოფებოდნენ შეიარაღებულები.
“იყვნენ სამნი. აქედან ორნი ფეიკ მძევალი, სინამდვილეში მძევლად აყვანის თანამონაწილე, ასევე შეიარაღებული. ერთერთის სახელი დავით ხვიბლიანი (პოლიციის უფროსის მძევლად აყვანის დროს, კადრში ხედავთ შავი კეპით და პირბადით). მძევლები კი არა, სწორედ ეს ფეიკ მძევლები გაიყოლა.
წაღებულია 4 მილიონი დოლარი და არა ნახევარი მილიონი. არავითარი კირცხის ტყე, მოგონილი ლოკაციაა, საქართველო დატოვეს მარშრუტით წალენიხა-ჩხოროწყუ-ლებარდე-ტობავარჩხილი-სვანეთი-აფხაზეთი. სავარაუდოდ, იქ ბაჩო არღვლიანი ხვდებათ, ფულს უყოფენ და ის მისცემს გარანტიებს, ყალბ პასპორტებს და უზრუნველყოფს გადაყვანას რუსეთში”.-წერს გვარამია სოციალურ ქსელ ფეისბუქში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში მდებარე “საქართველოს ბანკში” შეიჭრა შეიარაღებული მძარცველი, რომელმაც ოფიციალური ცნობით ნახევარი მილიონი დოლარი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.