“ყველაზე ნათელი ადამიანი, ვისაც კი დღემდე ვიცნობ…” – ნიუ იორკში კატო გოგილაშვილი გარდაიცვალა

"ყველაზე ნათელი ადამიანი, ვისაც კი დღემდე ვიცნობ..." - ნიუ იორკში კატო გოგილაშვილი გარდაიცვალანიუ იორკში გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი კატო გოგილაშვილი.

ამის შესახებ ფეისბუქში მაკა მაკენზი კივილაძემ დაწერა:

“ნიუ-იორკის ქართულ ემიგრაციას გამოაკლდა სიკეთით, სიხალისით, ადამიანებზე განსაკუთრებული ზრუნვით გამორჩეული ადამიანი. საუკეთესო დედა, და, შვილი, დეიდა, მეგობარი… ეკატერინე (კატო) გოგილაშვილი. ყველაზე ნათელი ადამიანი, ვისაც კი დაბადებიდან დღემდე ვიცნობ იმიერ სამყაროში გადაინაცვლა და ამიერში უდიდესი სიცარიელე დაგვიტოვა. ბედნიერი გზა უსასრულობაში, ჩემო საყვარელო გოგო , სადაც ზუსტად ვიცი, ისეთივე ფერადს და მხიარულ სამყაროს შექმნი იქ დამხვდურებისთვის, როგორსაც აქ ქმნიდი შენს ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის . უზომოდ დაგვაკლდები!”