“რეგენერონი, რომლითაც ტრამპს უმკურნალეს, საქართველოში 2-3 კვირაში იქნება” – ცირა შათაშვილი

"რეგენერონი, რომლითაც ტრამპს უმკურნალეს, საქართველოში 2-3 კვირაში იქნება" - ცირა შათაშვილირეგენერონი, რომლითაც კოვიდ 19-ით დაინფიცირებულ პრეზიდენტ ტრამპს უმკურნალეს, მალე საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება.

ამის შესახებ ცირა შათაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“რა პრეპარატია,რომლითაც პრეზიდენტ ტრამპს უმკურნალეს????
რეგენერონი არის ადამიანის მონოკლონური, ანუ ჰიბრიდული უჯრედების მიერ სინთეზირებული ანტისხეულები.
ეს არის საინექციო ხსნარი, რომლის ერთჯერადი დოზაც შეყავთ კოვიდ-19-ით დაინფიცირებული პაციენტისთვის.
ლაბორატორიულად უკვე დადასტურებულია, რომ მას შეუძლია ვირუსის დამარცხება.
ეს პრეპარატი ამერიკელმა მეცნიერებმა გერმანელებთან თანამშრომლობის შედეგად შექმნეს, სავარაუდოდ, პრეპარატს არა მხოლოდ სამკურნალოდ გამოიყენებენ, არამედ პროფილაქტიკისთვისაც – დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი ადამიანებისათვის.ეს პრეპარატი საქართველოში 2-3 კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.”