“შენი დედა მოვ..ნ, შენი ნაბოზარი!…” – ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ჟურნალისტს აგინა – ვიდეო

"შენი დედა მოვ..ნ, შენი ნაბოზარი!..." - ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ჟურნალისტს აგინა - ვიდეოგამოცემა ბათუმელებმა ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე ბათუმელების ჟურნალისტს აგინებს.

ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როცა ბათუმელების ჟურნალისტი ხელვაჩაურის მერს წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის მიმართა.

ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის, ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს.

კითხვის მოსმენის შემდეგ ჯუმბერ ვარდმანიძე გაღიზიანდა და ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო. ჟურნალისტის შენიშვნის შემდეგ, რომ მას, როგორც არჩეულ მერს, არ აქვს უფლება, მოქალაქეებს და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა.

“შენი დედა მ,,,. შენი ნაბოზარი…, შენის დედის,,” – ისმის 10 წამიან ჩანაწერში.