“უცებ ჩაქრა შუქი და ბავშვებმა ბრაგუნის ხმა გაიგეს” – რა მოხდა ხატია დეკანოიძის ოფისში

"უცებ ჩაქრა შუქი და ბავშვებმა ბრაგუნის ხმა გაიგეს" - რა მოხდა ხატია დეკანოიძის ოფისშიხატია დეკანოიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ღამე შტაბიდან რომ წამოვედით, ჩვენი ახალგაზრდები დარჩნენ.
უცებ ჩაქრა შუქი და ბავშვებმა ბრაგუნის ხმა გაიგეს ჩემს ოთახში და სახურავზე. ავარდნენ მესამე სართულზე, მაგრამ იქ ვინც იყო გაიქცა.
უკანონოდ შეაღწიეს ჩვენს შტაბში და ჩემს ოთახში, სადაც ვიკრიბებით. გასაგებია ვინც შეაღწევდა და რისთვის.
ნაფეხურებია ჩემს ოთახში და სახურავზე. ისევ აპარატურის დასაყენებლად შევიდა სუსი.”