გიორგი კეკელიძემ ფეისბუქში დაწერა:
“ეს 12 წლის თიკა თედორაძეა, რომლის მთელი ოჯახი ხელვაჩაურის საშინელ მეწყერს შეეწირა. თიკა ახლა დეიდასთან ცხოვრობს, სოფელ ისრითში და იქ აგრძელებს სწავლას. თიკა დეკემბრიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას მიიღებს, დღეს კი სოფელში ვესტუმრეთ და ევროპული სკოლის თანადგომით, შესანიშნავი პირადი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ.
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
#ეკვილიბრიუმი #ევროპულისკოლა
მოძრაობის პარტნიორია #გალფი”

