„მადლობა კოლეგებო! თეთრხალათიანებო! თქვენ ხართ გმირები. ვიღაცეები კი ზეიმობენ!!! გიხაროდენ, ბედნიერი ერი ვართ!!! – წერს სოციალურ ქსელში ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.
„176 %-ით გამარჯვებულები არჩევნებში და 4008 დადასტურებული კოვიდის შემთხვევა 24 საათში,რომელიც 3-ზე უნდა გამრავლდეს რეალურად!!! ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემა!!! უმართავი სიტუაცია!!! გათენებული ღამე ადამიანთა დახმარებაში,უმძიმესი პაციენტების მართვა ბინაზე, კლინიკებში უადგილობის გამო!!! ყველაფერს ვერ ჩამოთვლი!!! რას ვზეიმობთ??? სასაცილოა, რეალურად ღაპაღუპით რომ არ ჩამომდიოდეს ცრემლები დაღლილობით და ადამიანთა ტკივილის გათავისებით და ამ დღეში და უარესშია ჩემი ყველა კოლეგა,რომლებიც ლოჯისტიკის მოშლის გამო,თვითონ კოვიდინფიცირებულები უვლიან პაციენტებს და ფაფასაც კი უხარშავენ საკუთარი ხელით!!!
მადლობა კოლეგებო! თეთრხალათიანებო! თქვენ ხართ გმირები. ვიღაცეები კი ზეიმობენ!!! გიხაროდენ, ბედნიერი ერი ვართ!!! – წერს ექიმი ინგა მამუჩიშვილი.

