“ამაზრზენია, მხცოვანი და დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან ღლიცინებდე” – გიორგი კეკელიძე

"ამაზრზენია, მხცოვანი და დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან ღლიცინებდე" - გიორგი კეკელიძეგიორგი კეკელიძემ ფეისბუქში დაწერა:

“კარგ მოქალაქედ ყოფნის საუკეთესო ნიშანი და აუცილებელი ძალა (ხშირად თუნდაც ნაძალადევად შეძენილი) – საზღვრის შემჩნევაა. ვიღაცისთვის ეს რთული გზაა, მაგრამ მთავარმა კაცმა ხომ აქაც დაგვიბარა – ,,რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა”.
შეიძლება არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, მძაფრადაც აკრიტიკებდე – მეტიც, თუ საჭიროებაა, ეს შენი ვალია კიდეც – მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი და ამაზრზენია მხცოვანი და უკვე დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან საჯაროდ ღლიცინებდე. წარმოუდგენელი და ამაზრზენი.
ბატონ ცერცვაძეს და ცხადია, სხვა დანარჩენ, ათასობით პაციენტს, უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.”