ბაიდენის უპირატესობა გაიზარდა – გამარჯვებისთვის მას კოლეგიის 6 ხმა სჭირდება, ტრამპს – 56

ბაიდენის უპირატესობა გაიზარდა - გამარჯვებისთვის მას კოლეგიის 6 ხმა სჭირდება, ტრამპს - 56დასასრულს უახლოვდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესი.

რამდენიმე წუთის წინ მონაცემები განახლდა და ჯო ბაიდენის უპირატესობა გაიზარდა.

ამ წუთისთვის მას საარჩევნო კოლეგიის 264 ხმა აქვს, ტრამპს – 214.

გამარჯვებისთვის კოლეგიის მინიმუმ 270 ხმაა საჭირო.

ბაიდენს პრეზიდენტად გახდომისთვის 6 ხმა სჭირდება, ტრამპს – 56.