“ერთი ის დავინახე, რომ პირველმა მეორეს ყავა მიაყარა, მეორემ კიდევ ბუბლიკი!” – ნინო სტურუა

"ერთი ის დავინახე, რომ პირველმა მეორეს ყავა მიაყარა, მეორემ კიდევ ბუბლიკი!" - ნინო სტურუანინო სტურუამ ფეისბუქში დაწერა:

“ყავის პატარა მარკეტები რომაა, ბევრი ტკბილეულით და სანოვაგით, მანდ შევბოდიალდი, ყავა გამითავდა და დავაფქვევინებ-თქო.
ვდგავარ რიგში პატიოსნად, ორი უსაყვარლესი გოგო მუშაობს, სხედან ასე, გემსახურებიან და თან პატარა ტელევიზორი აქვთ მუდმივად ჩართული, სერიალებით ირთობენ თავს.
იღება კარი და შემოდის მორიგი მომხმარებელი ქალბატონი, ასე 50-55 წლის და უცებ არაადეკვატური ხმა ამოუშვა:
– ” მთავარს უყურებთ???!!! ფაშისტები ხართ? ფეხის შემომდგმელი მე აქ აღარ ვარ, სადისტებო, როდის ამოწყდებით ყველა!”
( სტილი დაცულია!)
თავის მოტრიალება არ მქონდა დასრულებული, ჩემს წინ მდგომი ასევე ქალბატონი, დაახლოებით იგივე ასაკის, ( ოღონ ეს აშკარად კარატეში იყო ნამეცადინები )
აი სალტო გააკეთა ჩემს წინიდან უკან და დასჩხავლა:
– ” აბა იმედს უყურონ, შე მონა!!! მონებს მიეწიეთ! მალე ამოგხდეს სული მონობაში!”
( სტილი დაცულია ! )
რაც მერე მოხდა ბუნდოვნად მახსოვს…
ერთი ის დავინახე, რომ პირველმა მეორეს ყავა მიაყარა, მეორემ კიდე ბუბლიკი!
( ინვენტარი არ დაუზიანებიათ, არც სხვისი ქონება, თავისსავე კუთვნილს ისროდნენ )
ფაქტიურად ხოხვით გამოვედი.
იმ ჩემ გოგოებს ერთი მივაძახე, გამორთეთ ეს ტელევიზორი, ჩემი ყავა დამიფქვით და ჩამოვალ ცოტა ხანშითქო…
ფინალი:
ამას დაგვერხა აღარ ქვია…
პრინციპში, რაც აქ, ამ სივრცეში ხდება, არამგონია ვინმეს გაუკვირდეს რაც მოვყევი … :((((“